Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაის წარმომადგენელი ამბობს, რომ არჩევნების შედეგების შეფასება ნაადრევია


ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასებისათვის ჯერ ძალიან ადრეა. უაჰიდ ომარის კომენტარი მოჰყვა ავღანეთში გაეროს წარმომადგენელის სტაფან და მისტურას შეფასებას, რომ 18 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წარმატებად მიჩნევა ნაადრევია. მანამდე ავღანეთის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ წარმატებად გამოაცხადა შაბათს ჩატარებული არჩევნები. ამავე კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, მოკლული იპოვეს საარჩევნო უწყების სამი თანამშრომელი, რომლებიც შაბათს მოიტაცეს.
XS
SM
MD
LG