Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დილარ ხაბულიანი თანამდებობიდან გადადგა


თანამდებობიდან გადადგა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დილარ ხაბულიანი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ხაბულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოსტიდან მის გადადგომას კავშირი არა აქვს ტოკიოში მომხდარ ინციდენტთან, რადგან გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2 თვის წინ მიიღო, ფედერაციაში არსებული არაჯანსაღი მდგომარეობის გამო. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა დაადასტურა, რომ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის თაობაზე დილარ ხაბულიანმა 2 თვის წინ გააფრთხილა, თუმცა, დასძინა, რომ ტოკიოში ქართველი ძიუდოისტების წარუმატებლობის გამო, პასუხისმგებლობა ყველას უნდა გაეზიარებინა. შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, მისი ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ცირეკიძე კი, დაგვიანების გამო, ტურნირს ვადამდე გამოეთიშა. გასული კვირის ბოლოს თანამდებობა დატოვა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმაც. ახალი მწვრთნელის და ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.
XS
SM
MD
LG