Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეთა ქონებრივ უფლებებზე ზრუნავენ


აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის საკუთრების დაბრუნების საკითხები ინდივიდუალური წესით გადაწყდება - ამის შესახებ დღეს ცხინვალში ჟურნალისტებს განუცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა. სერგეი ბაღაფშის თქმით, კერძო საკუთრების საკითხთა გადაწყვეტისას უფლებები არ დაირღვევა. ამასთან, დე ფაქტო პრეზიდენტმა დასძინა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც აფხაზეთი 1992 წელს დატოვეს და 18 წლის შემდეგ გამოჩნდნენ, მაგრამ მათი სახლების ნაცვლად უკვე სხვა ობიექტებია აშენებული. ამიტომ, ბაღაფშის თქმით, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა განიხილებოდეს. დე ფაქტო პრეზიდენტმა აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეთა ქონებრივი უფლებების აღსადგენად სპეციალური კომისია გასულ კვირაში შექმნა.
XS
SM
MD
LG