Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაიმ ნიუ-იორკში ჩასვლა გადადო


ავღანეთში ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების თვალყურის დევნების მიზნით, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ გადადო ვიზიტი ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს. პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის ვაჰი ომარის თქმით, კარზაიმ სახლში დარჩენა გადაწყვიტა, რადგან „ავღანელი ხალხი მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში იმყოფება.“ შაბათს ავღანეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს თან ახლდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, როგორც ხმის მიცემის, ისე ბიულეტენების დათვლის პროცესში.
XS
SM
MD
LG