Accessibility links

logo-print

ბრიტანულმა სამხედრო ქვედანაყოფმა ჰილმენდის პროვინცია დატოვა


ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე სანღინის რაიონში ბრიტანულმა სახმედრო ქვედანაყოფმა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ამერიკელ საზღვაო ქვეითებს გადააბარა. სანღინის რაიონში, რომელიც ჰილმენდის პროვინციაში მდებარეობს, ბრიტანულმა ქვედანაყოფმა დიდი დანაკლისი განიცადა. 2001 წელს დაწყებული სამხედრო კამპანიის მსვლელობისას ბრიტანეთის დანაკარგი ავღანეთში 337-ს აღწევს. 100 ბრიტანელი ჯარისკაცი სწორედ სანღინის პროვინციაში მომხარი შეტაკებებისა და თავდასხმების შედეგად დაიღუპა.
XS
SM
MD
LG