Accessibility links

logo-print

თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარედ გოგი ქავთარაძე აირჩიეს


რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ „უდიდესი პასუხისმგებლობა“ უწოდა მის არჩევას თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტზე. კენჭისყრა 20 სექტემებრს, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში ჩატარდა. გოგი ქავთარაძემ - 66 ხმა მიიღო, დავით ანდღულაძემ - 22 ხმა, სანდრო მრევლიშვილმა - 15 ხმა. გოგი ქავთარაძის განცხადებით, ქართულ თეატრში უამრავი პრობლემაა, რომელთა გადასაჭრელად „მეგობრები და თეატრალური მოღვაწეები გვერდში დაუდგებიან“. გოგი ქავთარაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე გიგა ლორთქიფანიძე შეცვალა, რომელიც თეატრალურ მოღვაწეთა კავშირს 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. გოგი ქავთარაძე აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა. იგი დამფუძნებელია „ქართული აკდემიისა“, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას საშინაო პოლიტიკის გამო.
XS
SM
MD
LG