Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს 9 სამხედრო დაიღუპა ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად


ნატოს ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა, ნატოს ერთი ჯარისკაცი, ავღანეთის ეროვნული არმიის ერთი ჯარისკაცი და ერთი ამერიკელი სამოქალაქო პირი დაშავდა ავღანეთის სამხრეთში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად. ნატოს ინფორმაციით, ავარიის დროს მოწინააღმდეგის მხრიდან ცეცხლი არ ყოფილა. ISAF-ის ცნობით, მიმდინარეობს კატასტროფის მიზეზების გამოძიება. ISAF-ი არ ასახელებს დაღუპულთა ვინაობასა და კატასტროფის ზუსტ ადგილს. 2010 წლის განმავლობაში ავღანეთში ნატოს ძალებში მსხვერპლი სულ ცოტა 529 ადამიანია.
XS
SM
MD
LG