Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი პირისპირ შეხვდება რამდენიმე ქვეყნის ლიდერებს


გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის მსვლელობისას, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირისპირ შეხვდება მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ლიდერებს. თეთრი სახლის ცნობით, ობამა, რომელიც ნიუ-იორკში ოთხშაბათს ჩავა, სამი დღის განმავლობაში შეხვდება აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და კოლუმბიის პრეზიდენტებს, აგრეთვე, იაპონიისა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრებს. ხუთშაბათს პრეზიდენტი ობამა გაეროს გენერალური ასამბლეას მიმართავს და აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრებს.
XS
SM
MD
LG