Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი სახალხო ინტერესის გარეშე


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ”საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების” კანონპროექტის განხილვის დაწყებას მიმდინარე კვირაში გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო დებატების პროცესმა პრაქტიკულად უკვე გადაინაცვლა საკანონმდებლო ორგანოში, მასზე სჯა-ბაასი პარლამენტს გარეთაც გრძელდება. ერთ-ერთი მრგვალი მაგიდა ამ თემაზე, მაგალითად, ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” ინიციატივითა და პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ფართო წარმომადგენლობით ხვალ, 22 სექტემბერს გაიმართება. თუმცა ერთია რა იციან საკონსტიტუციო პროცესზე იურისტებმა და პოლიტიკოსებმა და მეორე, რა იცის ხალხმა. კონსტიტუციისადმი არსებულ სახალხო ინტერესზე მოგვითხრობენ ჩვენი კორესპონდენტები გორიდან, ქუთაისიდან, ახალციხიდან და ბათუმიდან.
XS
SM
MD
LG