Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წამებასთან ბრძოლის კომიტეტმა საქართველოზე ანგარიში გამოაქვეყნა


ევროპის საბჭოს წამების და პატიმრების მიმართ არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის თავიდან აცილების კომიტეტმა დღეს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს შესახებ. კომიტეტის წევრები, რომლებიც საქართველოს წელს თებერვლის თვეში ესტუმრენ, იუწყებიან, რომ ამ ქვეყანაში პოლიციის მიერ დაპატიმრებული პირების მიმართ მოპყრობის მხრივ ვითარება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა. კომიტეტი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას პატიმრების მიმართ ცუდი მოპყრობის თავიდან აცილების საქმეში. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ თუმცა, არაერთი ბრალდება ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს. კომიტეტის წევრები პენიტენციალურ დაწესებულებებში ვითარებასაც გაეცნენ და დაასკვნიან, რომ საპატიმროების მშენებლობის ფართო კამპანიის მიუხედავად, ციხეებში პატიმრების მზარდი რაოდენობა ხელს უშლის ადამიანური პენიტენციალური სისტემის ნორმების დაცვას. ანგარიში შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ანგარიშში გამოთქმული შეფასებების პასუხს ამზადებს.
XS
SM
MD
LG