Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინვესტორთა უმრავლესობა ეკონომიკურ კრიზისს დასრულებულად მიიჩნევს


მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს დასრულებულად მიიჩნევს სააგენტო ბლუმბერგის მიერ გამოკითხული ინვესტორებისა და ანალიტიკოსების 60%. 1 400-ზე მეტი რესპონდენტის შეფასებაზე დაყრდნობით, ბლუმბერგი იუწყება, რომ ინვესტორთა უმრავლესობა მსოფლიო ეკონომიკის ამჟამინდელ საერთო მდგომარეობას სტაბილურად მიიჩნევს. ამასთან, ბევრი ექსპერტი მსოფლიო ეკონომიკის სუსტ რგოლად ევროპას მიიჩნევს. ბლუმბერგის მიერ გამოკითხულთა 20% ევროზონის დაშლას უახლოეს მომავალში ელის.
XS
SM
MD
LG