Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში პარლამენტს დაითხოვენ და ვადამდელი არჩევნები ჩატარდება


მოლდავეთის პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო დღეს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაი გიმპუმ საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევა ორჯერ ვერ შეძლო. სასამართლოს დღევანდელი განაჩენის შემდეგ გიმპუ ხელს მოაწერს პარლამენტის დათხოვნის განკარგულებას და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.
XS
SM
MD
LG