Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ჰომოსექსუალთა მოძრაობის აქტივისტები დაკავეს


რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ჰომოსექსუალთა მოძრაობის სულ მცირე, ათი აქტივისტი დაკავეს. ისინი პროტესტს გამოხატავდნენ მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის ანტიჰომოსექსუალური პოზიციის მიმართ. დაკავებულთა შორისაა „ჰომოსექსუალთა უფლებების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნიკოლაი ალექსეევი. აქცია არ იყო ხელისუფლების მიერ დაშვებული. ლუჟკოვმა აკრძალა მოსკოვში ამ ჯგუფის უფლებების დამცველთა მსვლელობები და ჰომოსექსუალთა ქმედებას „სატანური“ უწოდა.
XS
SM
MD
LG