Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთი, ბრიტანეთი და გერმანია მოლდავეთის ევროპულ მომავალს ხედავენ


რუმინეთის, ბრიტანეთის და გერმანიის ევროპის საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მოლდავეთისთვის არსებობს ევროპული მომავალი. მათ რუსეთს მოუწოდეს, დაეხმაროს ქვეყანას, დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის კონფლიქტის მოგვარებაში. რუმინეთის ევროპის მინისტრმა, ბოგდან აურსეკუმ, ბრიტანეთის ევროპის მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა და მათმა გერმანელმა კოლეგამ, ვერნერ ჰოიერმა ეს ბუქარესტში მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ეუთოს სამიტი დეკემბერში პროგრესს მოიტანს დნესტრისპირეთის საქმეში, სადაც რუსეთის ჯარები კვლავაც რჩებიან მიუხედავად მოსკოვის დაპირებისა, გაიყვანოს ისინი.
XS
SM
MD
LG