Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირჯინიის შტატში ტერეზა ლუისს სიკვდილით დასჯიან


შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ ვირჯინიის შტატში მცხოვრებ ტერეზა ლუისს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოიტანა. ის ქმრისა და ნაშვილები ვაჟის მკვლელობის ორგანიზებაში სცნეს დამნაშავედ. ლუისის ადოკატებმა სასამართლოს შეწყალების თხოვნით მიმართეს და მიზეზად დამნაშავის მენტალური პრობლემები დაასახელეს, თუმცა, სასამართლოსგან მათ უარი მიიღეს. განაჩენის სისრულეში მოყვანა დღეს არის დაგეგმილი. ტერეზა ლუისი გახდება პირველი ქალი 1912 წლის შემდეგ, რომელიც ვირჯინიის შტატში სიკვდილით დასაჯეს.

XS
SM
MD
LG