Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ცხინვალის მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ


პარლამენტში დღეს ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ. აღნიშნული მიზნით დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან ჭოლაძე დეპუტატებს გააცნობს ინფორმაციას ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მისი უწყების მიერ განსახორციელებელი პროექტების შესახებ. კერძოდ, ჭოლაძე ისაბრებს საირიგაციო სისტემების მომზადებისა და ტირიფონას არხიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მორწყვის უზრუნველსაყოფად მიმდინარე მუშაობის შესახებ.

XS
SM
MD
LG