Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში მსჯავრდებულების სასამართლო პროცესი განახლდება.


მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში მსჯავრდებულების სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. როგორც ”ინტერპრესნიუსი” განსასჯელების ადვოკატის ნათია კორკოტაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, სხდომაზე ბრალდების მხარის საკამათო სიტყვა იგეგმება, რის შემდეგაც დაცვით სიტყვას ადვოკატები წარმოადგენენ. საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია იხილავს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში დამცველების მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც განსასჯელებს 9-დან 29 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. მათ მსჯავრი დაედოთ 2009 წლის 5 მაისის მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში. აღნიშნულ საქმეზე 21 სამხედრო და სამოქალაქო პირია მსჯავრდებული.

XS
SM
MD
LG