Accessibility links

logo-print

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით პარლამენტს ხელმოწერები გადაეცემა


”საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის მოთხოვნით პარლამენტს დღეს ხელმოწერები გადაეცემა. როგორც ”ინტერპრესნიუსი” ”ეროვნული ფორუმზე” დაყრდნობით იუწყება, ცვლილებები ითვალისწინებს "საარჩევნო კოდექსით" იმ მექანიზმების შემოღებას, რომლითაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება არჩევნების გაყალბება და მისი ჩატარება გარანტირებული გახდება პრინციპით - "ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა!". ”ფორუმის” ინფორმაციითვე, ორი თვის განმავლობაში ხელმოწერების სოლიდური რაოდენობა შეგროვდა და ის კანონით დადგენილ 30 000-ს მრავალჯერ აღემატება, თუმცა, ხელმომწერთა ზუსტი რაოდენობა საზოგადოებისთვის ცნობილი ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე გახდება. ბრიფინგი პარლამენტში ხელმოწერების შეტანამდე, 12:00 საათზე ”ეროვნული ფორუმის” ოფისში გაიმართება.

XS
SM
MD
LG