Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სურს რუსეთი ალიანსის პარტნიორი იყოს


დღეს ნიუ-იორკში გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა. მოსკოვის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის ივო დაალდერის განცხადებით, სხდომაზე უპირველეს ყოვლისა, განიხილავენ სფეროებს, სადაც ალიანსის სახელმწიფოებისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. მათ შორისაა ავღანეთი, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა და ნარკოტიკებსა და მეკობრეობასთან ბრძოლა. ამასთან, დაალდერმა დასძინა, რომ ნატო მზად არის დიალოგის გასაგრძელებლად სადავო საკითხებზეც, მათ შორის საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების დისლოკაციაზე. ამერიკელი დოპლომატის განცხადებით, ნატოს სურს რუსეთი ალიანსის პარტნიორი იყოს და მას მოწინააღმდეგედ არ მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG