Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი დაიღუპა


ირანის არაბულენოვან ტელეარხ ალ-ალამის ცნობით, ცხრა ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ მაჰაბადში მომხდარი აფეთქების შედეგად. ალ-ალამის ცნობით, დაღუპულების უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. ტელევიზია როგორც იუწყება, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. დღეს ირანში სამხედრო აღლუმები გაიმართა ირან-ერაყის ომის დაწყების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG