Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აუქმებს ირანისთვის რაკეტების მიყიდვის გეგმას


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა, რომ რუსეთი აუქმებს ირანისთვის ეს-300 ტიპის რაკეტების მიყიდვის გეგმას. გავრცელებული ინფორმაციით, მაკაროვმა მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ ირანისთვის ეს-300 ტიპის რაკეტების მიყიდვას საერთაშორისო სანქციები კრძალავს - როგორც ჩანს, გაეროს სანქციები იგულისხმება. ამასთან, მაკაროვს არ გაუცია პასუხი შეკითხვაზე, გაუქმდა თუ არა რაკეტების შესახებ კონტრაქტი. ირანთან ეს კონტრაქტი რამდენიმე წლის წინ გაფორმდა, მაგრამ რუსეთს რაკეტების მიწოდება არ დაუწყია შეერთებული შტატებისა და ისრაელის ზეწოლის გამო. ვარაუდობენ, რომ ეს-300 ტიპის რაკეტები მკვეთრად გააუმჯობესებდა ირანის თავდაცვისუნარიანობას.
XS
SM
MD
LG