Accessibility links

პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინა


საქართველოში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ქვეყნის პარლამენტს დღეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინა. მას ხელს აწერენ ეროვნული ფორუმი, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, "ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები," ახალი მემარჯვენეები, ”საქართველოს გზა” და კონსერვატიული, ხალხის და რესპუბლიკური პარტიები. მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს თან ახლავს ქვეყნის 130 ათასი მოქალაქის ხელმოწერა. საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად წარმოებული კამპანიისას ოპოზიციის მთავარ მიზნად სწორედ საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა დაასახელა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა. მისივე განმარტებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს არჩევნების გაყალბების აღკვეთას, მათ შორის ამომრჩევლის ბიომეტრიული მონაცემებით იდენტიფიცირების მეთოდით.
XS
SM
MD
LG