Accessibility links

logo-print

ქსნის კოლონიაში პატიმართა უვადო შიმშილობა დაიწყო


ქსნის კოლონიაში პატიმართა უვადო შიმშილობა დაიწყო - ეს ინფორმაცია სააგენტო პირველმა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. მისი ცნობით, ადმინისტრაციის მხრიდან ღირსების შემლახველი მოპყრობისადმი პროტესტის ნიშნად, უვადო შიმშილობა ერთ-ერთი საკნის 30-მდე პატიმარმა გამოაცხადა. ამავე წყაროს ცნობით, 19 აგვისტოდან ქსნის კოლონიაში სცემდნენ იმ მსჯავრდებულებს, რომელთა საქმეები სტრასბურგის სასმართლოშია გასაჩივრებული, ამჟამად კი, ყველა პატიმარს ფიზიკურად უსწორდებიან. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო პატიმართა ცემის ფაქტებს კვლავ უარყოფს.
XS
SM
MD
LG