Accessibility links

logo-print

მოსკოვი მასპინძლობს საერთაშორისო ფორუმს, რომელზეც არქტიკის რესურსების განაწილებაზე მსჯელობენ


მოსკოვში დაიწყო საერთაშორისო ფორუმი არქტიკის შესახებ, სახელწოდებით, „არქტიკა: დიალოგის ტერიტორია“. ორდღიან კონფერენციაში, რომელიც რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების მიერ არის ორგანიზებული, 15 ქვეყნის წარმომადგენელი 400-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს. რამდენიმე ქვეყანა იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანის საფარველის მოსალოდნელი დადნობა შესაძლებელს გახდის არქტიკის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას. ამერიკელი გეოლოგების შეფასებით, მსოფლიოში გაზის ჯერ აღმოუჩენელი რეზერვის 30 პროცენტი და ნავთობის აღმოუჩენელი რეზერვების 13 პროცენტია არქტიკაში, ოქროს, ვერცხლის, რკინისა და სხვა საბადოებთან ერთად. ორდღიანი ფორუმის მონაწილეები ამ რესურსებსა და რეგიონის ქვეყნებს შორის მათი განაწილების საკითხებზე მსჯელობენ.
XS
SM
MD
LG