Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში გაიმართა ნატოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


ნიუ-იორკში გაიმართა ნატოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ის მიჩნეულია მომზადებად ნატოს ლისაბონის სამიტისათვის, რომელიც 20 ნოემბერს ჩატარდება. ლისაბონის სამიტზე ნატომ რუსეთიც მიიწვია. დღევანდელ შეხვედრაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი გამოვიდა მოწოდებით, განახლდეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების მოქმედება. რუსეთმა სამი წლის წინ შეწყვიტა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება აწესებს ლიმიტებს შეიარაღებულ ძალებსა და იარაღზე. ლისაბონის სამიტის თემებად ასახელებენ ავღანეთის საკითხსა და შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას.
XS
SM
MD
LG