Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში აფეთქებამ 10 ადამიანი შეიწირა. ოფიციალური პირები „კონტრრევოლუციონერებს“ ადანაშაულებენ


ირანის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 10 ადამიანი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ მაჰაბადში მომხდარი აფეთქების შედეგად. დაიჭრა ათობით ადამიანი. აფეთქება მოეწყო სამხედრო აღლუმის დროს, რომელიც ირან-ერაყის ომის დაწყების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა. ირანის მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის, უმეტესწილად, ქალები და ბავშვები არიან. ირანის პროვინცია დასავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორმა, ვაჰიდ ჯალალზადემ, გავრცელებული ინფორმაციით, განაცხადა, რომ აფეთქება „კონტრრევოლუციურმა ჯგუფებმა“ მოაწყეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG