Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, აიკრძალა ირანისთვის ეს-300 ტიპის რაკეტების მიწოდება


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გასცა ბრძანებულება, რომელიც კრძალავს ირანისთვის ეს-300 ტიპის ანტისაჰაერო რაკეტების მიწოდებას. ბრძანებულება კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. მანამდე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ ირანისთვის ეს-300 ტიპის რაკეტების მიყიდვას საერთაშორისო სანქციები კრძალავს. ირანთან ეს კონტრაქტი რამდენიმე წლის წინ გაფორმდა, მაგრამ რუსეთს რაკეტების მიწოდება არ დაუწყია შეერთებული შტატებისა და ისრაელის ზეწოლის გამო. ვარაუდობენ, რომ ეს-300 ტიპის რაკეტები მკვეთრად გააუმჯობესებდა ირანის თავდაცვისუნარიანობა.
XS
SM
MD
LG