Accessibility links

ბარაკ ობამა როზა ოტუნბაევას შეხვდება


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პარასკევს ყირგიზეთის პრეზიდენტ როზა ოტუნბაევას შეხვდება. შეხვედრა ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას შედგება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სამხრეთი და შუა აზიის საკითხებში რობერტ ბლეიკმა განაცხადა, რომ ობამა აპირებს ყირგიზეთში მომავალ თვეში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების საკითხი განიხილოს ოტუნბაევასთან. ბლეიკის თანახმად, აშშ-ის მთავრობამ გამოყო 5 მილიონი დოლარი არჩევნების ორგანიზებაში ყირგიზეთის ხელისუფლების დასახმარებლად. საპარლმენტო არჩევნები ყირგიზეთში 10 აგვისტოს ტარდება.
XS
SM
MD
LG