Accessibility links

logo-print

აშშ ცვლის სხვა ქვეყნების დახმარების პოლიტიკას


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ, გაეროს ათასწლეულის განვითარების ამოცანების შესახებ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ შეიცვლება აშშ-ის პოლიტიკა სხვა ქვეყნებისთვის დახმარების გაწევის საკითხში. კერძოდ, ობამამ აღნიშნა, რომ აშშ საჭიროების მქონე ქვეყნებს უბრალოდ ფულით კი აღარ დაეხმარება, არამედ შეეცდება დახმარება მიმართოს იმ ქვეყნებისკენ, რომლებიც კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალე ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის მაგალითებს გამოავლენენ. ”განვითარების მიზანი, რაც დღეს ყველაზე მეტად არის საჭირო, არის ისეთი პირობების შექმნა, როცა დახმარება აღარ იქნება საჭირო. ასე რომ, ჩვენ მომავალში მოვიძიებთ პარტნიორებს, რომლებსაც სურთ თავიანთი შესაძლებლობების გაძლიერება თავიანთი ხალხების საკეთილდღეოდ. ჩვენ ვეცდებით ხელი შევუწყოთ მდგრად განვითარებას”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG