Accessibility links

ისრაელი არ ეთანხმება გაეროს უწყების ანგარიშს მაისში ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე თავდასხმის საქმეზე


ისრაელის მთავრობა არ ეთანხმება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს გამოძიების შედეგებს, რომლის თანახმადაც, ისრაელის სამხედროები მოიქცნენ უკანონოდ და გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, როცა განახორციელეს თავდასხმა ღაზის სექტორისკენ მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე. ამ თავდასხმას მაშინ 9 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გაეროს უწყების ანგარიში და მას ისრაელის საწინააღმდეგოდ ”მიკერძოებული” უწოდა. ისრაელის საგარეო უწყება აცხადებს იმის შესახებაც, რომ თავადაც აგრძელებს შემთხვევის გამოძიებას და მონაწილეობს გაეროს გენერალური მდივნის ოფისის მიერ ინიცირებული გამოძიების პროცესში. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახეზეა ”აშკარა მტკიცებულება”, რომელიც შეიძლება გახდეს ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა გასამართლების საფუძველი. ანგარიშის ავტორები წერენ, რომ ისრაელის სამხედროებმა მიმდინარე წლის მაისში ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე თავდასხმისას ”სისასტიკის მიუღებელი ხარისხი” გამოავლინეს.
XS
SM
MD
LG