Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბილ გეიტსი ინარჩუნებს პირველობას ”ფორბსის” უმდიდრეს ამერიკელთა სიაში


უკვე მეჩვიდმეტე წელია ”მაიკროსოფტის” თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი ”ფორბსის” სიაში ყველაზე მდიდარ ამერიკელად სახელდება. ჟურნალის ახალ კვლევაში გეიტსის ქონება 54 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მეორე ადგილზე ”ფორბსის” სიაში არის ინვესტორი უორენ ბაფეტი - 45 მილიარდი დოლარიშ, რომელსაც ლარი ელისონი Oracle-ის დამფუძნებელი მოსდევს 27 მილიარდით. უმდიდრეს ამერიკელთა სიაში მეოთხე ადგილზე კი ქრისტი უოლტონია Walmart-ის საცალო ვაჭრობის ქსელის მეპატრონე. ყველაზე ახალგაზრდა უმდიდრეს ამერიკელთა შორის არის დასტინ მოსკოვიცი, Facebook-ის სოციალური ქსელის თანადამფუძნებელი, რომლის ქონება 1,4 მილიარდ დოლარად შეფასდა.
XS
SM
MD
LG