Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნატო ზაზაშვილი


ნატო ზაზაშვილი, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის "საფარის" დირექტორი

ნატო ზაზაშვილი, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის "საფარის" დირექტორი

23 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის ეთერის სტუმარი იყო ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის "საფარის" დირექტორი ნატო ზაზაშვილი. ორი დღის წინ, კოპენჰაგენსა და ლონდონში გამოქვეყნდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში ძალადობის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ევროპაში ყოველდღე 40 ახალგაზრდას კლავენ. ახალგაზრდებს შორის ძალადობის მაჩვენებლები მკვეთრად განსხვავდება ქვეყნებს შორის - 10 000 სულ მოსახლეზე ძალადობრივი გზით დაღუპული ახალგაზრდების რიცხვით პირველ ადგილზე რუსეთია. ყველაზე კარგი ვითარება ამ მხრივ გერმანიაში. საქართველოს ამ სიაში, 34 ქვეყანას შორის, მე-13 ადგილი უკავია. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, რა შეიცვალა წინა წლებთან შედარებით, რა კეთდება იმისათვის, რომ მოზარდებში ძალადობის ფაქტები შეძლებისდაგვარად შემცირდეს, სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება დღევანდელი ეთერის სტუმარმა: ”ძალადობის მიზეზები ჩვენ სხვადასხვა ფაქტორებში შეგვიძლია ვეძიოთ. ეს შეიძლება იყოს პიროვნული თვისებები, მიკრო და მაკრო სამყარო. 21-ე საუკუნეში მოზარდს უწევს ცხოვრება ისეთ სამყაროში, რომელიც საკმაოდ არასტაბილურია და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი ამ არასტაბილურობისა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. შეიძლება ითქვას, რომ 5 წუთის განმავლობაში ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის არასრულწლოვანს, შეუძლია მიიღოს იმდენი ნეგატიური ინფორმაცია, რასაც, მაგალითად, მეთვრამეტე საუკუნის ადამიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ მიიღებდა”, - ამბობს ნატო ზაზაშვილი და აგრძელებს: ”ნებისმიერი ადამიანი იბადება ბაზისური ილუზიებით, რომლის მიხედვითაც სამყარო უსაფრთხო და სამართლიანია. როდესაც ბავშვებში ამ ბაზისური ილუზიების და რწმენის რღვევა ხდება, ეს იწვევს შფოთვას, შიშს, ამის საკონპენსაციოდ კი ბავშვი შეიძლება გახდეს აგრესიული, რაც შემდეგ უკვე ძალადობაში გამოიხატება”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნატო ზაზაშვილი.
XS
SM
MD
LG