Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მიესალმება რუსეთის გადაწყვეტილებას ირანთან დაკავშირებით


ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს რომ „მხურვალედ“ მიესალმება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აკრძალოს ირანისთვის ეს-300 ტიპის ანტისაჰაერო რაკეტების და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება მოწმობს „რუსეთის და აშშ-ის თანამშრომლობას საერთო ინტერესების და გლობალური უსაფრთხოების საქმეში“. რუსეთმა ირანთან ეს კონტრაქტი რამდენიმე წლის წინ გააფორმა, მაგრამ რაკეტების მიწოდება არ დაუწყია შეერთებული შტატებისა და ისრაელის ზეწოლის გამო. შემდეგ კი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა თქვა, რომ ირანისთვის შეიარაღების მიყიდვას საერთაშორისო სანქციები კრძალავს.

XS
SM
MD
LG