Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა პოლონეთს კატინის ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებული დოკუმენტები გადასცა


რუსეთმა დღეს ოფიციალური ცერემონიისას პოლონეთს გადასცა დოკუმენტების 20 ტომი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომისას კატინში პოლონელი ოფიცრების ხოცვას შეეხება. რუსეთის უფროსმა პროკურორმა სააკ კარაპეტიანმა დოკუმენტები გადასცა ოფიციალურ პირებს პოლონეთის საელჩოში მოსკოვში. მასალებს შორისაა დოკუმენტები პოლონელი ოფიცრების დაკითხვის და მათი ბანაკებში გადაგზავნის, ასევე სიკვდილის სერტიფიკატები. 1940 წლის გაზაფხულზე „ენკავედემ“ სმოლენსკის მახლობლად მდებარე კატინის ტყეში დაახლოებით 22 ათასი პოლონელი ოფიცერი დახოცა.

XS
SM
MD
LG