Accessibility links

პუტინი ამბობს, რომ არქტიკა „მშვიდობის ზონად“ უნდა დარჩეს


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი აზრით არქტიკული სახელმწიფოები პოლარული რეგიონის რესურსების გამო ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან. მოსკოვში, არქტიკის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას პუტინმა გამოთქვა რწმენა, რომ კონკურენტი ქვეყნების უთანხმოებები საერთაშორისო კანონმდებლობით გადაიჭრება. რუსეთი, კანადა, აშშ, ნორვეგია და დანია ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა განაწილდეს არქტიკა, რომლის ზღვის ფსკერზეც, ზოგის შეფასებით, მსოფლიოს ხელშეუხებელი ენერგეტიკული რესურსების მეხუთედია დამარხული.
XS
SM
MD
LG