Accessibility links

logo-print

ევროპარლამენტარები მეტ აქცენტს მოითხოვენ სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიაზე


ევროპარლამენტის უფროსმა დეპუტატებმა დღეს განაცხადეს, რომ ევროკავშირმა უფრო ეფექტიანად უნდა გამოიყენოს თავისი სამეზობლო პოლიტიკა, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა პირველად 2003 წელს მოიხაზა. ის ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამაა აღმოსავლეთ და სამხრეთ პარტნიორებთან, გარდა რუსეთისა. რუსეთმა თანამშრომლობის ცალკე ფორმატი მოითხოვა. სტრასბურგში ჩატარებული დებატებისას ელმარ ბროკმა, გერმანელმა ქრისტიან-დემოკრატმა თქვა, რომ ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს - რეგიონული პოლიტიკა საზღვრებთან ემთხვევა საგარეო პოლიტიკას. ევგენი კირილოვმა, ცნობილმა ბულგარელმა სოციალისტმა კი თქვა, რომ ევროკავშირს მეზობლები „მეწველ ძროხად“ კი არ უნდა იყენებდნენ, არამედ აქტიურად ცდილობდნენ მის მეზობლად კონფლიქტების მართვას. მან ასევე თქვა, რომ კონფლიქტების გაღვივება ხელს უშლის ევროკავშირს საგარეო პოლიტიკის მიზნების გაფართოებაში. ბროკმა, ისევე როგორც მთელმა რიგმა სხვა პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში უფრო ცხადად უნდა განსხვავდებოდეს სხვა სამეზობლო პოლიტიკისგან.
XS
SM
MD
LG