Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი: ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის კარი ღია რჩება


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის კარი ღია რჩება. ამასთან, ობამას თქმით, ირანმა „მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოს“, რომ მშვიდობიან მიზნებს უკავშირებს თავის ბირთვულ პროგრამას. „შეერთებულ შტატებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას სურთ ირანთან უთანხმოების მოგვარება და კარი ღია რჩება დიპლომატიისთვის, თუ ირანმა ამ კარით სარგებლობა მოისურვა. მაგრამ ირანის მთავრობამ მსოფლიოს მკაფიოდ და დამაჯერებლად უნდა აჩვენოს და დაუმტკიცოს თავისი ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი მიზნები,“- განაცხადა ბარაკ ობამამ. მან რამდენიმე სხვა საკითხზეც ისაუბრა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესზე და მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ მშვიდობის დამყარებისაკენ მიმართულ ახალ ძალისხმევას. ობამამ ისრაელს მოუწოდა, გააგრძელოს ებრაული დასახლებების მშენებლობაზე დაწესებული მორატორიუმის ვადა. ავღანეთთან დაკავშირებით, ობამამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ერთად ცდილობენ თალიბანის დამარცხებას და ავღანეთის მთავრობის მომზადებას საიმისოდ, რომ მომავალი წლიდან თვითონ შეძლოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
XS
SM
MD
LG