Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტი აშშ-ს 11 სექტემბრის ტერაქტში მონაწილეობაში სდებს ბრალს


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი შეერთებული შტატების ხელისუფლებას 11 სექტემბრის ტერაქტში მონაწილეობაში სდებს ბრალს. ხუთშაბათს, ნიუ იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მან განაცხადა, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის შეერთებულ შტატებშიც სჯერათ, რომ მსოფლიოს არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერაქტთან ამერიკული სპეცსამსახურებიც არიან დაკავშირებულნი. მისივე სიტყვებით, ამერიკა ამ ქმედებით მიზნად ისახავდა გაემყარებინა ამერიკული ზეგავლენა ახლო აღმოსავლეთში და დაეცვა ისრაელი. აჰმადინეჟადის ამ გამოსვლის დროს შერთებული შტატების, ისრაელისა და რიგი აღმოსავლური ქვეყნების დელეგაციებმა სხდომა დატოვეს. ამერიკელმა დიპლომატებმა აჰმადინეჟადის სიტყვას ”საზიზღარი და ცრუ უწოდეს”.

XS
SM
MD
LG