Accessibility links

მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შესაძლოა ოქტომბერში განახლდეს


საერთაშორისო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, შესაძლოა ოქტომბერში განახლდეს. ასეთ ალბათობას არ გამორიცხავს ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ერთ-ერთი იაპონური ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში. გაეროს გენერალურ ასამლეაზე სიტყვით გამოსვლისას, მან ასევე აღნიშნა, რომ ირანი მზად არის მოლაპარაკებებისათვის თუმცა, ”სანაცვლოდ პატივისცემას მოითხოვს”. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოუწოდა თეირანს დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან ხასიათს ატარებს: ”შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს გამოსავლის ძიებას ირანთან მიმართებაში. დიპლომატიური კარი კვლავ ღია რჩება იმისათვის, რომ ირანმა მასში შეაბიჯოს. ირანმა მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ მისი ბირთვული პროგრამა, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის არის შექმნილი”, - განაცხადა ობამამ.

XS
SM
MD
LG