Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის სასამართლომ პაკისტანელ მეცნიერ ქალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა


ნიუ-იორკის სასამართლომ პაკისტანელ მეცნიერ ქალს ავღანეთში ამერიკელი ოფიცრების მკვლელობის მცდელობის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 38 წლის ააფია სიდიქი, მასაჩუსესის ტექნოლოგიების ინსტიტუტში დაეუფლა პროფესიას. სასამართლო მოსმენაზე მან თავის მხარდამჭერებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა და სთხოვა არ ჩაედინათ არანაირი დანაშაულებრივი ქმედება მისი გათავისუფლების მოთხოვნით. როგორც პაკისტანელი დიპლომატები აცხადებენ, გაგრძელდება მოლაპარაკებები იმისათვის, რომ მეცნიერი ქალი შეერთებულმა შტატებმა პაკისტანს გადასცეს. სასამართლო გადაწყვეტილებას პაკისტანში ანტი-ამერიკული საპროტესტი აქციები მოჰყვა, მათ შორის მეცნიერის მშობლიურ ქალაქში კარაჩიში.

XS
SM
MD
LG