Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში განხორციელებულ ტერაქტს ოთხი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა


ხუთშაბათს, ბაღდადში განხორციელებულ ტერაქტს ოთხი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ადგილობრივი პოლიციისა და ექიმების განცხადებით ამოქმედდა ავტომობილის ძირზე დამონტაჟებული ბომბი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავტომობილი ერაყის მთავრობის ტექნიკური სამსახურის თანამშრომელს ეკუთნოდა. ავტომობილის პატრონმა და მისმა მეუღლემ, დაზიანებები მიიღეს, თუმცა, მათი ორი მცირეწლოვანი შვილი და ორი ასევე მცირეწლოვანი ნათესავი ადგილზე გარდაიცვალნენ. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.

XS
SM
MD
LG