Accessibility links

logo-print

დაღესტანში სკოლის დირექტორი მოკლეს


დაღესტანში სკოლის დირექტორი მოკლეს. მილიციის პრეს-მდივნის განცხადებით, წუხელ ორი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალის განაპირას მდებარე სახლში და სკოლის დირექტორი ქალი მოკლა. წუხელვე, სოფელ კიროვაულში განხორციელდა უშიშროების ძალების რეიდი, რომლის დროსაც ხუთი სავარაუდო ექსტრემისტი დახოცეს. მილიციელები შენობაში შეიჭრნენ მას შემდეგ, რაც ექსტრემიტებმა უარი თქვეს იარაღის დაყრაზე. მილიციელების განცხადებით, ნაპოვნია ასაფთექებელი მოწყობილობები.
XS
SM
MD
LG