Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სასამართლომ ოპოზიციონერების მხარდამჭერი გადაწყვეტილება მიიღო


რუსეთის მედიის ცნობით, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციისა და ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველთა მხარდამჭერი გადაწყვეტილება მიიღო. საქალაქო სასამართლომ ხუთშაბათს გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მხარს უჭერდა მოსკოვის მუნიციპალიტეტის უარს მარტში ოპოზიციის საპროტესტო აქციის სანქცირებაზე. 2006 წლის შემდეგ, ამავე სასამართლოს უარყოფილი აქვს ქალაქის წინააღმდეგ ოპოზიციის 200-ზე მეტი საჩივარი. რუსეთის მედიაში გამოთქვამენ შეფასებას, რომ სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ადასტურებს კრემლის მზარდ უკმაყოფილებას მოსკოვის მერით - იური ლუჟკოვით.
XS
SM
MD
LG