Accessibility links

logo-print

ეუთო შეშფოთებულია უზბეკეთში ჟურნალისტთა დევნის გამო


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) შეშფოთებულია უზბეკეთში ჟურნალისტთა დევნის გამო. უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვლადიმირ ნოროვის სახელზე გაგზავნილ წერილში პრესის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ჟურნალისტების აბდულმალიკ ბობოევისა და ვლადიმირ ბერეზოვსკის ბედით. ამ ჟურნალისტების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ცილისწამების ბრალდებით. წერილში მიატოვიჩი ახსენებს სხვა ჟურნალისტებსაც - დილმუროდ საიდს, სალიჟან აბდურახმანოვსა და ჰაირულო ჰამიდოვს, რომლებიც სხვადასხვა ვადის სასჯელს იხდიან.
XS
SM
MD
LG