Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთში ჩატარებული სპეცოპერაციისას რვა მეამბოხე მოკლეს


აღმოსავლეთ ტაჯიკეთში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლულ იქნა რვა მეამბოხე, დაიჭრა სამი სამხედრო მოსამსახურე. ოთხშაბათს რაშტის რაიონში დაიწყო მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია ანტისამთავრობო დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომელთა წევრები 19 სექტემბერს თავს დაესხნენ ტაჯიკი სამხედროების ავტოკოლონას და მოკლეს 28 ჯარისკაცი და ოფიცერი. ტაჯიკეთის თავდაცვის სამინისტრო ამ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს აბდულო რაჰიმოვისა და ალოვუდინ დავლათოვის დაჯგუფებებს, რომლებშიც, ადგილობრივი მეამბოხეების გარდა, შედიან ავღანელი, პაკისტანელი და ჩეჩენი მებრძოლები.
XS
SM
MD
LG