Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ იუშჩენკომ მკაცრად გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლება


უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება ადმინისტრაციული ზეწოლისა და პოლიტიკური დევნის მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა. კიევში, თავისი პარტიის, „ნაშა უკრაინას“, ყრილობაზე გამოსვლისას, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარტია მკვეთრ ოპოზიციაში იქნება პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობასთან. თავის მხარდამჭერებს იუშჩენკომ გაერთიანებისკენ მოუწოდა. საპრეზიდენტო არჩევნებში იუშჩენკოს დამარცხების შემდეგ პარტიაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ორი კვირის წინ „ნაშა უკრაინას“ პოლიტიკური საბჭო მთელი შემადგენლობით გადადგა.
XS
SM
MD
LG