Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა ვაშინგტონი 11 სექტემბრის ტერაქტების მოწყობაში დაადანაშაულა


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, ფაქტობრივად, ვაშინგტონი დაადანაშაულა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მოწყობაში. ხუთშაბათს ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას, აჰმადინეჟადმა თქვა, რომ მსოფლიოში - და თვით შეერთებულ შტატებშიც - ბევრს სჯერა, რომ ტერაქტების მოწყობაში ვაშინგტონის სპეცსამსახურების ხელი ურევია. ირანის ლიდერის თქმით, ამ თეორიის თანახმად, აშშ-ის მიზანი იყო, შემდგომი მოვლენების შედეგად, გაემყარებინა თავისი პოზიცია ახლო აღმოსავლეთში და დაეცვა ისრაელი. აჰმადინეჟადის გამოსვლის დროს სხდომათა დარბაზი დატოვეს აშშ-ის, ისრაელისა და დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის დელეგაციებმა.
XS
SM
MD
LG