Accessibility links

logo-print

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 19 პუნქტით დაწინაურდა


საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს Heritage Foundation 19 პუნქტით დაწინაურდა - ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა. მისივე ცნობით, ახალი ინდექსით საქართველომ 45-დან 26-ე ადგილზე გადაინაცვლა და ამჟამად ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასაც უსწრებს. მინისტრის განმარტებით, ინდიკატორები, რომლის მიხედვით საქართველო დაწინაურდა, არის ბიზნესის თავისუფლების ხარისხი, გადასახადების სიმცირე და ადმინისტრირება.
XS
SM
MD
LG