Accessibility links

logo-print

ანქვაბზე თავდასხმის გამოძიება ბაღაფშმა პირად კონტროლზე აიყვანა


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის გამოძიება პირად კონტროლს დაუქვემდებარა. სააგენტო იტარ-ტასს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ აცნობა, რომ სერგეი ბაღაფშმა სამართალდამცავებს მოსთხოვა მისი რეგულარულად ინფორმირება და გამოძიების პროცესში ყველა რესურსის გამოყენება. ბაღაფშმა საგამოძიებო ჯგუფს დაავალა, რომ საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად რუს კოლეგებს მიმართონ. ანქვაბზე თავდასხმა 23 სექტემბერს ღამით მოხდა. გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში მდებარე სახლს, რომელშიც დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი რამდენიმე წელია ცხოვრობს, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. სააგენტო აფსნიპრესის ცნობით, დაჭრილი ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად ნორმალურია.
XS
SM
MD
LG