Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონს შეხვდა


გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას, რომლის ინიციატორი ამერიკული მხარე იყო, კლინტონმა და სააკაშვილმა ისაუბრეს ვაშინგტონში 6 ოქტომბერს დაგეგმილ კონსულტაციაზე, რომლის თემა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყებაა.
XS
SM
MD
LG